Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მერვე დღე

       ტრენინგის მერვე  დღეს გავიხსენეთ წინა დღის თემა : შეფასების სტრატეგიები. შემდეგ განვიხილეთ თითოეული ტრენინგის მონაწილე მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასების სქემები, რუბრიკები, კრიტერიუმები..
     გავიარეთ პროექტის გეგმის მომდევნო ეტაპი - დიფერენცირებული სწავლება. შევქმენი  დავალებები, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის  შესაძლებლობებზე. დავალებებში  ასახული იქნება პროექტში ჩართული მოსწავლეების  ანგარიში.
       დღეს ასევე გავიარეთ მეშვიდე მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენებაში. პრეზენტაციაში ასახულია ეტაპები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს შექმნან სლაიდშოუ და გააკეთონ პრეზენტაცია.

No comments:

Post a Comment