ხანგრძლივობა 9 დღე, დღეში 4 საათი.
ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე როგორ ხდება სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება. სასწავლო პროექტის გეგმა შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. თითოეული კომპონენტები განვიხილეთ ცალცალკე.
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზნებს, გავიგე როგორ დამეხმარებოდა პროექტები სწავლა-სწავლების პროცესში.
შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ როგორ ხდება ბლოგზე ტექსტის გამოქვეყნება, რედაქტირება, დიზაინის შეცვლა, გაჯეტების დამატება. ეხლა უკვე შემიძლია დრაივზე მასალების ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება.
გავეცანით სახელმძღვანელოს( http://tpdc.ge/essentials/ ) , რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ყოველთვის დამეხმარება პროექტის დაგეგმვაში.
გავეცანი გაზეთების შაბლონებს. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნიმუში/გაზეთი, რომელიც ასახავდა მოსწავლის მიერ შესრულებულ აქტივობებს პროექტის ფარგლებში და ავტვირთე ბლოგზე.ასევე დვამზადე საინფორმაციო ბუკლეტი, რომლის დახმარებითაც მშობლები და ბავშვები გაეცნობოდნენ დაგეგმილ პროექტს.
ვაგრძელებ გეგმაზე მუშაობას. ვიმუშავე შეფასების გეგმაზე. განვიხილე შეფასების სტრატეგიები. (მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა, თანამშრომლობის უნარის შეფასება და წახალისება, პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები, გაგების შემოწმების სტრატეგიები, გაგებისა და უნარების დემონსტრირება). შევარჩიე შესაბამისი მეთოდები პროექტს დასაწყისის, მსვლელობის და დასასრულისათვის: მოსწავლეთა ნამუშევრის შემოწმება, პროგრესის მონიტორინგის ჩეკლისტი, სტრუქტურირებული ინტერვიუები და დაკვირვებები, თვითშეფასება და რეფლექსია, პროდუქტის შეფასების რუბრიკები.
გავიარეთ პროექტის გეგმის მომდევნო ეტაპი- დიფერენცირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეთათვის განსხვავებული დავალებების შექმნას. შევქმენი დავალებები , რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე. დავალებები შეიცავს პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლის ანგარიშს. ასევე გავიარეთ მეშვიდე მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაში. პრეზენტაციაში ასახულია ეტაპები, რომლის მიხედვიტაც მოსწავლეებმა უნდა ააწყონ სლაიდშოუები.
ტრენინგის ბოლო დღეს დავასრულე პროექტის გეგმის შედგენა და მოვახდინე მისი პრეზენტაცია, მივიღე უკუკავშირი მასწავლებლებისგან. ასევე მოვისმინე სხვების მიერ წარმოდგენილი პროექტის პრეზენტაციები.
აღნიშნული ტრენინგის მოსმენის შემდეგ, მე უკვე შემიძლია დამოუკიდებლად დავგეგმო სასწავლო პროექტი, მისი გეგმის ყველა პირობის გათვალისწინებით და განვახორციელო, რაც საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო მათი სასწავლო პროექტში ჩართულობა.
No comments:
Post a Comment