Thursday, June 23, 2016

ტრენინგის რეფლექსია

ტრენინგის თემა: პროექტებით სწავლება.
ხანგრძლივობა 9 დღე, დღეში 4 საათი.

    ტრენინგის განმავლობაში ვისწავლე როგორ ხდება  სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება.   სასწავლო პროექტის გეგმა შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. თითოეული  კომპონენტები განვიხილეთ ცალცალკე.
    ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მიზნებს, გავიგე როგორ დამეხმარებოდა პროექტები სწავლა-სწავლების პროცესში.
    შევქმენით ბლოგი და ვისწავლეთ როგორ ხდება ბლოგზე ტექსტის გამოქვეყნება, რედაქტირება, დიზაინის შეცვლა, გაჯეტების დამატება. ეხლა უკვე შემიძლია დრაივზე მასალების ატვირთვა და ბლოგზე გაზიარება.
    გავეცანით სახელმძღვანელოს( http://tpdc.ge/essentials/ ) , რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ყოველთვის დამეხმარება  პროექტის დაგეგმვაში.
    გავეცანი გაზეთების შაბლონებს. შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნიმუში/გაზეთი, რომელიც ასახავდა მოსწავლის მიერ შესრულებულ აქტივობებს პროექტის ფარგლებში და ავტვირთე ბლოგზე.ასევე  დვამზადე საინფორმაციო ბუკლეტი, რომლის დახმარებითაც მშობლები და ბავშვები გაეცნობოდნენ დაგეგმილ პროექტს.
     ვაგრძელებ გეგმაზე მუშაობას. ვიმუშავე შეფასების გეგმაზე. განვიხილე შეფასების სტრატეგიები. (მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა, თანამშრომლობის უნარის შეფასება და წახალისება, პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები, გაგების შემოწმების სტრატეგიები, გაგებისა და უნარების დემონსტრირება). შევარჩიე შესაბამისი მეთოდები პროექტს დასაწყისის, მსვლელობის და დასასრულისათვის: მოსწავლეთა ნამუშევრის შემოწმება, პროგრესის მონიტორინგის ჩეკლისტი, სტრუქტურირებული ინტერვიუები და დაკვირვებები, თვითშეფასება და რეფლექსია, პროდუქტის შეფასების რუბრიკები.
     გავიარეთ პროექტის გეგმის მომდევნო ეტაპი- დიფერენცირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს განსხვავებული შესაძლებლობების მოსწავლეთათვის განსხვავებული დავალებების შექმნას. შევქმენი დავალებები , რომელიც გათვლილია  თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე. დავალებები შეიცავს პროექტში ჩართული თითოეული მოსწავლის ანგარიშს. ასევე  გავიარეთ მეშვიდე მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენებაში. პრეზენტაციაში ასახულია ეტაპები, რომლის მიხედვიტაც მოსწავლეებმა უნდა ააწყონ სლაიდშოუები.
   ტრენინგის ბოლო დღეს დავასრულე  პროექტის გეგმის შედგენა და მოვახდინე მისი პრეზენტაცია, მივიღე უკუკავშირი მასწავლებლებისგან. ასევე მოვისმინე სხვების მიერ წარმოდგენილი პროექტის პრეზენტაციები.
   აღნიშნული ტრენინგის მოსმენის შემდეგ, მე უკვე შემიძლია დამოუკიდებლად დავგეგმო სასწავლო პროექტი, მისი  გეგმის  ყველა პირობის გათვალისწინებით და განვახორციელო, რაც საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო მათი სასწავლო პროექტში ჩართულობა.

   მადლობა ტრენერს, რუსა მარკოზაშვილს, საინტერესოდ მოწოდებული ინფორმაცისთვის, რჩევებისთვის და მოთმინებისთვის :)
     


ტრენინგის მეცხრე დღე

        ტრენინგის მეცხრე დღეს  დავასრულე სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა. ავტვირთე ბლოგზე. ვისწავლე როგორ ხდება ბლოგზე  ატვირთული მასალის რედაქტირება.  მოვისმინე  მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, შევაფასეთ ერთმანეთი და მოვისმინეთ რჩევები.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ცხოვრების ჯანსაღი წესი

Wednesday, June 22, 2016

ტრენინგის მერვე დღე

       ტრენინგის მერვე  დღეს გავიხსენეთ წინა დღის თემა : შეფასების სტრატეგიები. შემდეგ განვიხილეთ თითოეული ტრენინგის მონაწილე მასწავლებლის მიერ შესრულებული შეფასების სქემები, რუბრიკები, კრიტერიუმები..
     გავიარეთ პროექტის გეგმის მომდევნო ეტაპი - დიფერენცირებული სწავლება. შევქმენი  დავალებები, რომელიც გათვლილია თითოეული მოსწავლის  შესაძლებლობებზე. დავალებებში  ასახული იქნება პროექტში ჩართული მოსწავლეების  ანგარიში.
       დღეს ასევე გავიარეთ მეშვიდე მოდული: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით.  შევქმენი პრეზენტაცია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს  პროექტზე მუშაობის პროცესში  ტექნოლოგიების გამოყენებაში. პრეზენტაციაში ასახულია ეტაპები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს შექმნან სლაიდშოუ და გააკეთონ პრეზენტაცია.

Sunday, June 19, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენინგის მეშვიდე  დღეს გავაგრძელე პროექტის გეგმის შედგენა. ვიმუშავე შეფასების გეგმაზე. განვიხილე შეფასების სტრატეგიები.( მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენა, თანამშრომლობის უნარის შეფასება და წახალისება, პროგრესის მონიტორინგის სტრატეგიები, გაგების შემოწმების სტრატეგიები, გაგებისა და უნარების დემონსტრირების სტრატეგიები).  შევარჩიე შესაბამისი მეთოდები პროექტის  დასაწყისის, მსვლელობის და დასასრულისთვის (მოსწავლეთა ნამუშევრის შემოწმება, პროგრესის ჩეკლისტი, სტრუქტურირებული ინტერვიუები და დაკვირვებები, თვითშეფასება და რეფლექსია, პროდუქტები..) .
      თითოეული   შეფასების მეთოდისთვის შევარჩიე შეფასების ინსტრუმენტი და შევქმენი ვორდის ფურცელზე.

.

Thursday, June 16, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

  ნაყოფიერი დღე იყო. დღეს ვისწავლე დრაივზე მასალების ატვირთვა. უკვე შემიძლია ბლოგზე მასალის გაზიარება. შევქმენი გაზეთი, რომელიც ასახავს მოსწავლის მიერ შესრულებულ აქტივობებს პროექტის ფარგლებში და ავტვირთე ბლოგზე. რუსა, მადლობა! :*